სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ აშშ და მსოფლიოს სხვა ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯო ბაიდენის წინადადებას მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მდივანმა დაადასტურა, რომ აშშ და მსოფლიოს სხვა ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯო ბაიდენის წინადადებას მხარს დაუჭერენ, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზაში განაწილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას გამოიწვევს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ხაზი გაუსვა, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ 7 ოქტომბერი არასდროს აღარ განმეორდეს.

„მდივანმა პრემიერ-მინისტრს პოსტკონფლიქტური პერიოდის დაგეგმვის მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა გააცნო, ხაზი გაუსვა ამ ძალისხმევის მნიშვნელობას გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება