ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციას და კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსული საჰაერო ტერორის კონტექსტში, უკრაინის ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული სწრაფი გადაწყვეტილებები ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, შოლცთან შეხვედრაზე ზელენსკი გეგმავს ისაუბროს თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ. მხარეები ასევე მოახდენენ პოზიციების კოორდინაციას მშვიდობის სამიტის, ევროპული საბჭოს სამიტისა და ნატო-ს სამიტის წინ.

გარდა ამისა, ზელენსკი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბარბელ ბას და ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი სამხედროები წვრთნებს გადიან.

უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბერლინში 11-12 ივნისს გაიმართება და მესამე მსგავსი ღონისძიება იქნება. პირველი კონფერენცია 2022 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში ჩატარდა, მეორე კი - გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება