უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები - ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი იწვის

ბარენცის ზღვაში დიდი რუსული სამხედრო ხომალდი, „ადმირალი ლევჩენკო“ იწვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

"მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორად, დიდი გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. მისი გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ“, - წერს პლეტენჩუკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის რამდენიმე ასეული წევრი ეტევა.

უკრაინული მედიის ცნობით, „ადმირალ ლევჩენკოს“ ბორტზე აქვს დამრტყმელი იარაღი - „როზტრუბის“ რაკეტა-ტორპედოები, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება როგორც წყალქვეშა, ისე ზედაპირზე.

ეს ხდება მაშინ, როდესაც "ზესახელმწიფო" იღებს სანქციებს უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მიკოლაევში წარმოებული ძრავების მართვას. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა