გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანამ რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.

„ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯგუფი მიესალმა რეზოლუციას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღაზას ხელმძღვანელობა ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო