მედია - აშშ-მა „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვისთვის“ შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, - ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფრთხილი განხილვის შემდეგ, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვმა" გაიარა ლიჰის შემოწმება“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტი გულისხმობს „ლიჰის კანონს“ რომელიც კრძალავს აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდებას უცხოური ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი დარღვევების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, როდის მოიხსნა აკრძალვა, ან მიიღო თუ არა „აზოვმა“ ამერიკული იარაღი.

გამოცემა წერს, რომ „აზოვის“ ბრიგადას, რომელიც თავდაპირველად მოხალისეების ფორმირება იყო და 2015 წელს უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი გახდა, აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე წვდომა ექნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება