გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში კვლევებს ახორციელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანის პოპულაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მასშტაბურ კვლევებს აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შეფასებით, რაპანა წარმოადგენს შავი ზღვის პრიორიტეტულ სახეობას, ამიტომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მისი საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში ეტაპობრივად ტარდება. ნიმუშების აღება წინასწარ შერჩეულ 23 საზღვაო სადგურზე მოხდა.

აღნიშნულ კვლევებში გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. კვლევის საფუძველზე შეგროვდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანის პოპულაციის მარაგების, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომა-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.

აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს საქართველოში რაპანის რესურსების მარაგების შეფასებას და სარეწაო პერსპექტივების განსაზღვრას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება