იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“- ამ სახელწოდებით იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს და მის დედაქალაქს გაზაფხულზე ვეწვიე. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურის კომბინაციას, ეს არის კულტურული სამყარო გამორჩეული მოდითა და ღამის კლუბებით. თბილისი მიმზიდველია ნატურალური ღვინითა და კერძებით. აქ ერთ-ერთ რესტორანში ქართული სამზარეულოს შარმი შევიგრძენი“,- წერს მიკიტო მორიკავა.

ამასთან, Transit Magazine-ის მოგზაური ჟურნალისტი მკითხველს ქართველ მეღვინეებს აცნობს და ინფორმაციას აწვდის ღვინისა და კერძების ფესტივალის შესახებ, რომელიც თბილისში ტარდება.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება