პაატა დავითაია - ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, როგორი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში - კატეგორიულად მიუღებელია  ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე ნათლად ცხადყოფს, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, რაც საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ საქმე და ინციდენტში მონაწილე პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ.

„ვგმობთ იმ თავდასხმას, რაც განხორციელდა ზუკა ბერძენიშვილზე. ზუკას მამა, დავით ბერძენიშვილი მრავალი ათეული წელი ებრძოდა რუსეთის იმპერიას და იცავდა ქართულ ინტერესებს, ძალიან მძიმე სანახავია, რომ დღეს წნეხის ქვეშ ჰყვება მისი შვილი, რომელსაც ბრძოლა, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უწევს.

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, უსწრაფეს რეჟიმში გამოიძიონ ეს საქმე და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, ვინც მოაწყო და ჩაიდინა ეს ძალადობრივი აქტი”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს