პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს. სხდომათა დარბაზის აივნიდან მედიის გაყვანაზე მითითება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არ ქონის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია პარლამენტის წევრებმა ორჯერ გაიარეს. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებისა და „სოციალ - დემოკრატების“ ჩათვლით სულ 61 დეპუტატი იმყოფება და არა 73, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება