კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 ამოქმედდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, გაზრდილ მომართვიანობაზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ცხელი ხაზი 15 20 სრული დატვირთვით ამოქმედდა. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებლის დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შესაბამისი პასუხი მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საქმის შესწავლა კი 285 განცხადებაზე დაიწყო.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დროის აღნიშნულ მონაკვეთში დაფიქსირებულია 5035 ზარი.

თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებები ირღვევა ან ფლობთ ინფორმაციას კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების შესახებ დაგვირეკეთ 15 20 ან მოგვწერეთ info@gcca.gov.ge”- წერია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს