ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნების“ დეპუტატები 3 საათზე შევიკრიბებით და გარწმუნებთ, რომ შედგება კვორუმი - თქვენ მოიკითხეთ მავნებელი ოპოზიციის ამბავი, რატომ არ არიან დარბაზში?

„ქართული ოცნების“ დეპუტატები 3 საათზე შევიკრიბებით და გარწმუნებთ, რომ შედგება კვორუმი - თქვენ მოიკითხეთ მავნებელი ოპოზიციის ამბავი, რატომ არ არიან დარბაზში? - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მას შემდეგ განაცხადა რაც, ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, „დასანანია, რომ 3 საათი საქართველოს საზოგადოებისთვის უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო დაიკარგა".

„თქვენ მოიკითხეთ მავნებელი ოპოზიციის ამბავი, რატომ არ არიან დარბაზში? პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს შინაარსის, მიზეზის გარეშე ბოიკოტს. ჩემთვის გასაგებია, რატომ არიან ბოიკოტში. მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვაში, რომელიც შეეხება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას. ისინი ემხრობიან ამ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, უჩუმრად. თუ მიემხრობიან ჩვენს კანონპროექტს, აუცილებლად მიიღებენ ალიყურს დონორებისგან და რა თქმა უნდა, გაებუზებიან მათ ის NGO-ები, როლებიც მსუყედ იკვებებიან ამ მიმართულებით.

"ქართული ოცნების" დეპუტატები, ვინც ბრძანდებიან თბილისში, ვისაც დააგვიანდა, შეიძლება, მივლინებაში იყოს და ა.შ. შევიკრიბებით 3 საათზე და გარწმუნებთ, რომ შედგება კვორუმი. დასანანია, რომ 3 საათი საქართველოს საზოგადოებისათვის ჩაიკარგა უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა - 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73. დეპუტატები შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება