უკრაინა ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს

ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თანხა მიმდინარე თვის ბოლოს გამოიყოფა.

„დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიკორუფციულ რეფორმას. ამავე დროს, ფონ დერ ლაიენის განმარტებით, „უკრაინის გეგმა“ არის იმის საფუძველი, რომ უკრაინა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო - შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.

„ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს