თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ახალგაზრდების როლს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ ჩართულობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

„დღეს შევხვდით ახალგაზრდებს. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო შეხვედრა რადგან ვფიქრობ, რომ იმ გამარჯვებაში, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული როლი. მათ შორის ის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპაში, ეს მეტწილად სწორედ ახალგაზრდების დამსახურებაა. ამიტომ ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ და მოვაბილიზოთ ახალგაზრდები, მათ შორის საარჩევნოდ იმისთვის, რომ ეს საპროტესტო მუხტი საბოლოო ჯამში არჩევნებში გამარჯვებაში კონვერტირდეს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს