ნიდერლანდებში პოლიტიკურმა პარტიებმა მომავალი მემარჯვენე მთავრობის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს

ნიდერლანდებში პოლიტიკურმა პარტიებმა მომავალი მემარჯვენე მთავრობის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ თავისუფლების პარტიის (PVV) ხელმძღვანელმა, ხეერტ ვილდერსმა განაცხადა.

„ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ“, - განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში, ვილდერსის თავისუფლების პარტიისა (PVV) და სამი სხვა კონსერვატიული პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ განაცხადა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 67 წლის დიკ სხოოფი გახდება, რომელიც ბოლოს ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ასევე, წლების განმავლობაში ნიდერლანდების სადაზვერვო და ანტიტერორისტულ სააგენტოებს ხელმძღვანელობდა და 2000-იანი წლების დასაწყისში საიმიგრაციო სამსახურის უფროსი იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება