გურამ გურამიშვილმა TRACECA - ს მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა TRACECA - ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში.

„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტიც, რომლის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოემსახურება ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელს შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას”, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

გურამ გურამიშვილმა აქცენტი გააკეთა ისეთი პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა TRACECA - ს დერეფნის გაციფრულება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები.

TRACECA-ს მთავრობათაშორისო კომისიის სამდივნოს სხდომაში მონაწილეობდნენ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეების ოფიციალური წარმომადგენლები, ტრასეკას ეროვნული მდივნები - სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებლები ქვეყნები, ტრასეკას პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა