ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებსა და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელებაში. ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ბოლო წლებში თსუ-ის 400-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.

,,ინტერნაციონალიზაციის პროცესი უნივერსიტეტებს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, ახალ მიმართულებებს, რომელიც ცვლის უმაღლესი სკოლის ფილოსოფიას. ამ თანამშრომლობის სასიკეთო შედეგები უკვე საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და მეტად ვიზრუნოთ საერთო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ჩემთვის საამაყოა, რომ თსუ-ის პროგრამები პირველი იყო, რომლებმაც ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად გაიმართება მსგავსი სახის კონფერენციები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო პროგრამებისა და თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ჭელიძემ გააკეთა მოხსენება „ინტერნაციონალიზაციის სტატუსი და მიზანი თსუ-ში“, რომელშიც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება (ქართული, ინგლისური), ასევე, თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა “ქიმია“, პირველი პროგრამა საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ ტონგმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ჰალა მადანატმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ჯეფრი რობერტსმა, თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკისა და ევროპის 200-მდე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 23 ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება, რომლებიც შემუშავებულია უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო