დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

„მას ბრალად დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დარღვევა ედება, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის დანიაში მოქმედების შესაძლებლობის აღმოჩენას ეხება, კერძოდ, თანამშრომლობას გავლენის მოხდენის მიზნით“, - ნათქვამია დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილის დაკავებას ევროპარლამენტის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

მოსალოდნელია, რომ ეჭვმიტანილს დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება