პრემიერი - ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა  -  საქართველო არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს