გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა.

„ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 421 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს