ირაკლი კობახიძე - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ გამოწვევებით სავსე დროს და ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირები ჩვენს ხალხთა შორის.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მართალია, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, არსებითი დახმარება გავუწიოთ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში, მაგრამ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს, რამაც უნდა გვიბიძგოს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევისკენ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ომის პირველი დღიდან საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯების მეშვეობით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე, ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზების გზით", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება