პრემიერი - ე.წ. ბულინგის კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია

არა მხოლოდ გრძელდება ეს ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქვეყანაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისგან.

„სამწუხაროდ, კონკრეტულ ძალებს არ უნდათ სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამშვიდდეს ვითარება, ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში. ამისთვის გავაკეთებთ მაქსიმუმს. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავადაც ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან, ხელოვნურად პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღრმავებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება