“საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის” დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ს, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად საქართველოს ფინანსისტთა ასოციაციაც იქნება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელე ფინანსისტთა ასოციაციის 118-ე ყრილობა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ის, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ფინანსისტთა ასოციაციაც (სათეფა) იქნება.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, 9-12 ივნისს მიმდინარე ყრილობას ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელეებთან ერთად საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„შეხვედრები გაიმართა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების თაობაზე. მათ შორის პროგრამული ბიუჯეტირების განვითარების და საჯარო ფინანსების შიდა კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა „საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის“ შექმნას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს