ტურინში “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის  „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელებმა პირველი დღე გამარჯვებით დაასრულეს

ტურინში “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელებმა პირველი დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემია ავრცელებს.

მათი ცნობით, წალენჯიხამ ლონდონის „იუვენტუსს“ 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა.

„დღესვე წალენჯიხის „იუვენტუსის“ პატარა ფეხბურთელებმა „ლოს-ანჯელესი“ დაამარცხეს ანგარიშით 4-0 და დღის უპირობო ლიდერები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ლოს-ანჯელესის“ „იუვენტუსს“ ლეგენდარული ფეხბურთელი დელპიერო ხელმძღვანელობს. ხვალ, წალენჯიხის ფეხბურთელებს გადამწყვეტი თამაში აქვთ პოლონეთის „იუვენტუსის“ აკადემიასთან, რის შემდეგაც გაირკვევა ვინ გააგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობენ. „იუვენტუსის“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემია, სადაც აღსაზრდელები სრულიად უფასოდ სწავლობენ, ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტია.

ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსის“ აღსაზრდელებს პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და გულშემატკივრობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს