დღეს პარლამენტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.

სუს-ის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში წერილობითი ფორმით აპრილის თვეში შევიდა, თავდაპირველად სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ.

ყოველწლიურ ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოს ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების ინიცირების მიზნით. ანგარიშში ასევე ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა 2023 წელს დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, გლობალური მასშტაბით შეაფერხა ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარება, გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების შენარჩუნებისა და გაღრმავების ალბათობა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო