უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 24 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 5 რაკეტა და 24 ე.წ. „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს : Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, "კინჟალის" რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონით.

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 29 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის : "კინჟალის" რაკეტა, Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 24 დრონი. საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ხარკოვისა და ვინიცას ოლქებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება