თეონა აქუბარდია - სუს-ი  ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი - ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა, რომ რუსეთის ინტერესები „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განახორციელა თბილისში?

სუს-ი ღიად წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური დონორებისგან დაფინანსებულო ორგანიზაციების შეზღუდვით ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი - ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა ის, რომ რუსეთის ინტერესები "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ ღიად განახორციელა თბილისში? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, რომ რუსეთის ინტერესების თბილისში გატარება პირდაპირ ხდება.

აქუბარდიას თქმით, "რაც არ უნდა ეწეროს ანგარიშში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთის ინტერესების წინსვლა "ქართული ოცნების" პირობებში მიმდინარეობს.

"სუს-ი ღიად წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური დონორებისგან დაფინანსებულო ორგანიზაციების შეზღუდვით ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი და ნდობის აღდგენის ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან მომდინარეობს. ამ ვითარებაში კითხვა ჩნდება, როგორ მოხდა ის, რომ რუსეთის ინტერესები "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირ ღიად განახორციელა თბილისში და როგორ მოხდა, რომ სწორედ "რუსული კანონიდან" გამომდინარე შეიზღუდება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის პროექტები, რომლებიც სამთავრობო პროგრამიდან გამომდინარეობს. აქ პასუხი ნათელია, რომ პირდაპირ ხდება რუსეთის ინტერესების გატარება ოფიციალურ თბილისში, რაც ამ ანგარიშში ნათლად არის აღწერილი," - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება