Traveler National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია, საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს

National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია, საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტმა ვერნერ ზიფერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჟურნალისტის მიერ სტატიაში საქართველოში საოჯახო მარნები, ღვინის მომზადების წესები და გერმანული დასახლებებია აღწერილი.

„ღვინის წარმოება საქართველოში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, ქართველებისთვის ყურძნის წვენის დამუშავება წმინდა საქმეა. ქვემო ქართლში აღმოაჩენთ შვავების ძველ დასახლებას, აქ ქუჩებში გერმანულ აბრებსაც შეხვდებით. შვავები საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, დაიწყეს მიწის დამუშავება და მევენახეობა. ღვინის მუზეუმში სურათებს აღმოაჩენთ, სადაც გერმანელთა სახლები და სახელებია. ინდუსტრიულმა შვავებმა საქართველოში გერმანელთა დასახლების შესახებ გაზეთიც გამოუშვეს. 1932 წლამდე, სანამ სტალინი რეპრესიებს ჩაატარებდა საქართველოს გერმანული დასახლება აყვავებული იყო“, - წერს ვერნერ ზიფერი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ღვინის შესწავლას, რომელიც კავკასიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართველებისთვის ღვინო ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია, ღვინო დაკავშირებულია სტუმარმასპინძლობასთან, ცერემონიებთან, ტრადიციებთან და ქართულ სულთან“, - წერს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.

სტატიაში ღვინოსთან ერთად, ასევე ქართული კერძები და კვების ობიექტებია აღწერილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს