გაეროს კომისიის ანგარიში - გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს

გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს, - ამის შესახებ ანგარიში გაეროს კომისიამ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისა და ღაზის სექტორში კონფლიქტის პირველი რამდენიმე თვის გამოძიების შემდეგ გამოაქვეყნა.

კომისიის ანგარიში, რომელიც 2023 წლის ბოლომდე მომხდარ მოვლენებს მოიცავს და რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ნავი პილაი ხელმძღვანელობს, ჯარიმებს არ ითვალისწინებს, თუმცა ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის მოქმედებების სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენს, რომელიც, შესაძლოა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განიხილოს.

„აუცილებელია, რომ ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს“, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ჰამასმა“ და პალესტინის სხვა ექვსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ზოგიერთ შემთხვევაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისას მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლეს და აწამეს, ასევე ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობას, მძევლების, მათ შორის ბავშვების, აყვანას. ამავდროულად, ისრაელმა ღაზაში ომის დანაშაულები ჩაიდინა, როგორიცაა, შიმშილის ომის იარაღად გამოყენება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს