გიორგი პერტაია მსხვილ თურქულ ბიზნეს კომპანიებს შეხვდა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ქვეშ არსებულ მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საბჭო აერთიანებს წამყვან და მსხვილ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომლის მთავარი მიზანია თურქი ბიზნეს წრეების კავშირების გაძლიერება.

„მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებთან, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოსთვის პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორები განიხილა, მათ შორის სამშენებლო,ტექსტილის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ა.შ.

გიორგი პერტაიამ, ასევე ისაუბრა სავაჭრო პალატის როლსა და შესაძლებლობებზე.

თავის მხრივ, მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ და თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს