ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა

ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებ დანადგარს, რომელიც დაჯგუფებამ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტის გასაშვებად გამოიყენა, სამხრეთ ლიბანში, იარუნში დაარტყეს.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, „ჰეზბოლამ“ მეორე სარაკეტო იერიში განახორციელა და ისრაელის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა.

მეხანძრეები ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!