ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე წარმოდგენილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.

„ღონისძიებას ესწრებიან გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობა განიხილება. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები და პრეზენტაციები ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების, აღდგენის, ზრდის დინამიკის, პროდუქტების განვითარებასა და სხვა საკითხების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს