ვიქტორ ორბანი - ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ ვაპირებთ - ალიანსს გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს

უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის პოზიციისგან განსხვავდება. უნგრეთმა ნათლად განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს, რაც შეიძლება იმისგან განსხვავდებოდეს, რაც ჩვენ გვჯერა. რის შესახებაც დღევანდელ შეხვედრაზე გავამახვილეთ ყურადღება, არის ის, რომ (ნატოს) გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.

„ამ საქმიანობაში უნგრელი პერსონალი არ ჩაერთვება და მის მხარდასაჭერად არც უნგრეთის ფინანსები იქნება გამოყენებული. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი ამ ძალისხმევას წინააღმდეგობას არ გაუწევს და სხვა მოკავშირეებს წინსვლის საშუალებას მისცემს. ასევე, მან დაადასტურა, რომ უნგრეთი ნატო-ს ვალდებულებების სრულად შესრულებას გააგრძელებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება