გიგი წერეთელი - უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას

უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც საარჩევნოდ ოპოზიციის კოორდინაციის საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მთავარი ამოცანა ოპოზიციის მხრიდან კონფიგურაციის მოძებნაა, რადგან არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს.

„თუ გავითვალისწინებთ ამ მიმართულებით დღეს რა ვითარებაცაა, სოციოლოგიურად და არითმეტიკულადაც, არ ვფიქრობთ, რომ საერთო სიის იდეაა საუკეთესოა. ჯერ ერთი, ვითარებიდან გამომდინარე ეს რეალისტური არაა და თან არც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ამომრჩეველი ამ სიას მისცემს ხმას.

პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება