თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა

თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახება ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანცესკო ლუპატელიმ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თბილისის მერიის განმარტებით, თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. მერიის ინფორმაციით, თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასიალაიამ განაცხადა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით დედაქალაქის მერიის მიერ მუშაობა გაგრძელდება.

„სასიხარულო დღეა ჩვენთვის, დღეს ჩვენ წარვუდგინეთ პრეზენტაცია ფედერაციის პრეზიდენტს. როგორც მოგეხსენებათ ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. სასიხარულოა, საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. მომავალ წელს ჩვენ ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ საერთო ღონისძიებას და გვინდა თბილისი ევროპულ ქალაქებთან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით აქტიურად ჩაერთოს პარტნიორობაში", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ACES Europe-ის პრეზიდენტის ჯან ფრანცესკო ლუპატელის განცხადებით, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად განაცხადი გააკეთა „ევროპის სპორტის დედაქალაქის სტატუსის“ მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სტატუსი ვერ მიიღო და შესთავაზეს, თბილისი ყოფილიყო სპორტის ქალაქი 2025 წლისთვის. ამასთან, მისი თქმით, თბილისს აქვს პოტენციალი, რომ „ევროპის სპორტის დედაქალაქის" სტატუსი მიიღოს.

„თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად განაცხადი გააკეთა ევროპის სპორტის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ დედაქალაქის სტატუსი ვერ მიიღო, თუმცა ვიცოდით თბილისის შესაძლებლობები და უფასოდ შევთავაზეთ თბილისს, რომ ყოფილიყო სპორტის ქალაქი 2025 წლისთვის. დადებითად შევაფასეთ დედაქალაქში სპორტის მიმართულებით განხორციელებული ინფრასტრუქტურა. თბილისს აქვს პოტენციალი, რომ "ევროპის სპორტის დედაქალაქი" გახდეს", - განაცხადა ჯან ფრანცესკო ლუპატელიმ.

ცნობისთვის, ACES Europe” ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორია. „ACES Europe” ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია