პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოდის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშით სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გამოდის.

ლილუაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე პლენარული სხდომა დაიხურება, რა ინიციატივითაც პარლამენტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიმართა. მედიისთვის დახურულ რეჟიმში დაისმება კითხვები და ამავე რეჟიმში წარიმართება ანგარიშის განხილვა.

ყოველწლიურ ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოს ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების ინიცირების მიზნით. ანგარიშში ასევე ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა 2023 წელს დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, გლობალური მასშტაბით შეაფერხა ქვეყნების მდგრადი და სტაბილური განვითარება, გაზარდა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების შენარჩუნებისა და გაღრმავების ალბათობა.

სუს-ის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება