თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევაზე დაჯარიმების ნაცვლად, გაფრთხილების მექანიზმი იმოქმედებს - 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდის დარღვევებზე კი, ჯარიმების ამნისტირება იგეგმება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის წესის დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე დაჯარიმების მექანიზმის ნაცვლად, გაფრთხილება იმოქმედებს. ამასთან, 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის ჯარიმების ამნისტირება იგეგმება.

პარლამენტი ამ მიმართულებით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეპუტატმა ბექა დავითულიანმა წარუდგინა.

„პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმების გახუთმაგებას და გაათმაგებას ითვალისწინებდა. მათ შორის, ისეთი ნორმა მივიღეთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე განსაზღვრავდა, რომ შესაძლებელი იყო 200 ათას ლარიანი ჯარიმა.

გამოცდილებამ გვაჩვენა და თბილისის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი საჯარიმო ფაქტი დაგროვდა, როდესაც 10 კვადრატულამდე მოცულობის მქონე ფართზე, სადაც უკანონოდ ან ნებართვის გარეშე მშენებლობაა განხორციელებული, მესაკუთრეებს აღნიშნული თანხის გადახდა უწევთ. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ცვლილების პროექტს, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეებს მიეცეთ გაფრთხილება და 90 დღიანი ვადა დარღვევების გამოსწორებისთვის და მათი ეგრევე დაჯარიმება არ მოხდეს. გამოსწორების შემთხვევაში კი მოქალაქეები აღარ დაჯარიმდებიან.

ცვლილების მეორე ნაწილის თანახმად კი, 2024 წლის 11 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში, მსგავსი დარღვევების მქონე მოქალაქეებისთვის ჯარიმების ამნისტირება და ანულირება მოხდება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო