პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომლის გათვალისწინებით, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომლის გათვალისწინებით, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება „საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული. დამტკიცებული პროექტით კი, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი ხდება.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში.

პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მსხვილი ეკონომიკური მუხლების მიხედვით ასეთია:

„შრომის ანაზღაურების მუხლი“ 43.7 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებითით ზრდა 9.7 მლნ ლარია. მასში ასახულია პარლამენტის წევრთა გაზრდილი ხელფასები, ახალი კოეფიციენტების მიხედვით.

„საქონლისა და მომსახურების“ მუხლი 30.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 4.8 მლნ ლარით, ხოლო დაზუსტებულთან შედარებით 1.2 მლნ ლარით.

„გრანტის მუხლი“ 0.15 მლნ. ლარით არის გათვალისწინებული. იგივეა რაც 2024 წლის დაზუსტებული გეგმის მაჩვენებელი, ხოლო დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა 0.07 მლნ ლარია.

„სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებულია 0.9 მლნ. ლარი - დამტკიცებულ და დაზუსტებულ გეგმებთან შედარებით 0.2 მლნ ლარზე მეტი. ამ მუხლიდან ფინანსდება დეკრეტული და საავადმყოფო ფურცელი და პირდაპირ დაკავშირებულია სახელფასო ფონდის ზრდასთან.

„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა 3.28 მლნ ლარს შეადგენს. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდაა 0.7 მლნ ლარით და დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.26 მლნ ლარით, რაც პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციასთან.

„არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი 2024 წლის მსგავსად დაგეგმილია 8.9 მილიონი ლარის ოდენობით. 2024 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 0.86 მლნ. ლარიანი მატებაა. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 5.5 მლნ ლარი გათვალისწინებულია შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისთვის, ხოლო დანარჩენი თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურის და ლიცენზიის შეძენა-მოდერნიზებას მოხმარდება.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით