თავდაცვის ძალების მეთაურმა ოპერატიულ პარტნიორებთან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზებით, თავდაცვის ძალების მეთაურების მონაწილეობით ოპერატიულ პარტნიორებთან ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.

„მონაწილეებმა ალიანსის ძირითადი ამოცანების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს