გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ბურიანი, ნავდარაანთკარი, ზაქარო, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში - ავთანდილის, ჩალიპირებში, ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!