ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორ სანტიაგო ლაფუენტეს, რეგიონალურ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს, ასევე GWP - ის გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

„ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვს ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანიას FCC Aqualia - ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერსი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი, უსაფრთხო და უვნებელი წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia - ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში.

„აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ითქვა, რომ Aqualia-სთვის თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება პრიორიტეტულია, კომპანიის აქციონერები კი მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, რადგან მათთვის GWP - ის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ “საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო