თეონა აქუბარდია - სუს-ის უფროსს საკუთარ უმრავლესობასთან შთაგონების საათი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ მძიმეა - ეს იყო ყველაზე მოსაწყენი განხილვა ამ სამი წლის განმავლობაში

ეს იყო ყველაზე მოსაწყენი განხილვა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც მე [პარლამენტში] ვარ - უფრო მეტად, შთაგონების საათი ჰქონდა სუს-ის უფროსს საკუთარ უმრავლესობასთან, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "საკმაოდ მძიმე და არაფრის მომცემი მოსმენა იყო".

"გლობალური ომის პარტიის" რაობა და მეობის ამბავი იქნება ეს, თუ რუსეთის ჰიბრიდული ომი, რომელსაც სახელს რუსეთს ვერ არქმევს სუს-ის უფროსი და არ წერს ანგარიშში, მოუხედავად სტრატეგიულ დოკუმენტებში ჰიბრიდული ომის რუსეთთან პირდაპირი კავშირისა, ეს კიდევ ერთი მძიმე მოცემულობა მგონია სუს-ის, რომელიც მტერსა და მოყვარეს შორის ვერც ტოლობის ნიშანს ბოლომდე ვერ სვამს და ვერც მიჯნავს ერთმანეთისგან. საკმაოდ მძიმე მოსმენა იყო და აბსოლუტურად არაფრის მომცემი განხილვა", - განაცხადა აქუბარდიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება