ენტონი ბლინკენი - „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმ წინადადებაში, რომელიც მაგიდაზე იყო, „ჰამასმა“ მრავალი ცვლილების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ზოგიერთ ცვლილებაზე მუშაობა შეიძლება, ზოგიერთზე კი არა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან, კატართან და ეგვიპტესთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხდეს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო მეტი ადამიანი დაიტანჯება და დროა ვაჭრობა შეწყდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება