“ვითხოვთ სიცოცხლეს"- ამ ლოზუნგით ფოთში, დიალიზის პროგრამით მოსარგებლე  ბენეფიციარებმა აქცია გამართეს

“ვითხოვთ სიცოცხლეს"- ამ სლოგანით ფოთში, დიალიზის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებმა აქცია გამართეს.

შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათი თქმით, კლინიკა ,,ბომონდში" , სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობდნენ, დღეს განუცხადეს, რომ ამიერიდან ფოთში აღნიშნული განყოფილება დაიკეტება და პაციენტები შესაბამისი პროცედურების ჩატარება სხვა ქალაქებში მოუწევთ.

მათივე თქმით, ეს დამატებით დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც ისინი ვერ შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, დიზელის განყოფილებაში ყოველდღიურ სამედიცინო დახმარებას 22 პაციენტი იღებდა. როგორც ისინი აცხადებენ, კაბინეტის მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ხვალ, რომ დიალიზი არ გავიკეთო, ალბათ მოვკვდები. ვერც ლანჩხუთში წავალ და ვერც ქობულეთში. ვითხოვთ, რომ იყოს ფოთში დიალიზის კაბინეტი“, - განაცხადა აქციის მონაწილე თალიკო მიქელაძემ.

აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი მივიდა. იგი მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ხვალ აღნიშნულ პროცედურას შეუფერხებლად ჩაიტარებენ. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

“სასურველია ქალაქს ჰქონდეს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება და სერვისი. მუნიციპალიტეტი აკეთებს ყველაფერს, რაც მისი შესაძლებლობის ფარგლებშია. დღესდღეობით პრობლემურია დიალიზის პროგრამა, მაგრამ ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს კლინიკის მფლობელთან, რომლისგანაც გვაქვს პირობა, რომ დღეს, ხვალ და ახლო მომავალში დიალიზის პროგრამა არ შეჩერდება. ასევე, ჩვენი ქალაქის მაჟორიტარი აქტიურადაა ჩართული საკითხის მოგვარებაში”, - განაცხადა მამუკა პაპასკირმა.

აქციის მონაწილეები დიალიზის განყოფილების მუშაობის გაგრძელებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება