“საქართველოს ფოსტის” ინიციატივით,  გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება

საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ფოსტა” ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფეხბურთელი ვეტერანები და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები.

„ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ქართული მარკა მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 40.000 ერთეული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს