პროკურატურა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების ნაწილი ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად ცდილობდა. დაკავებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად ცდილობდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე და 19, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, გასაღების მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება