გრიგოლ ლილუაშვილი - „ბაბლი“ შეიქმნა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში, კრასნოდარში - დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში

ერთგვარი „ბაბლი“ შეიქმნა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში, კრასნოდარში - დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც კითხვა დასავლეთისგან მოსალოდნელ სანქციებზე დაისვა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ექვსგვერდიანი კანონი ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკურ კურსს ვერ შეაცვლევინებს.

„დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ე.ი. დეკემბერში ითვლებოდა, რომ საქართველო მყარად მიდის ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც ეჭვგარეშეა და ფაქტი სახეზეა იმ მიღწევებში, იმ რეიტინგებში, სადაც ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა ეჭვს არავის არ უტოვებს. როგორ შეიძლება, დეკემბრიდან ხუთ თვეში ერთმა ექვსგვერდიანმა კანონმა საერთაშორისო კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას, ეს ხომ წარმოუდგენელია.

როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ, ე.ი. საქართველო იმსახურებდა - დამსახურებულად, ღირსეულად, იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა? გამჭვირვალობამ შეცვალა? - გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, იმდენად ბევრი აქტორი იყო - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი „ბაბლი“ შეიქმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში, კრასნოდარში... დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს