გრიგოლ ლილუაშვილი - ჩვენი სუს-ის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა, კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და რეფორმებს სწავლობენ - თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ

თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პარტია „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებას, რომ მათ მიერ შემუშავებული ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციულ საქმიანობას ცალკე გამოიტანენ და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება.

ლილუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპიდან ჩამოდიან იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები შეისწავლონ.

„ძალიან თამამი განცხადებები გაუკეთებია [ლანა გალდავა]. მე ასეთ უსაფრთხოების ექსპერტს, ნამდვილად არ ვიცნობ, რადგან უსაფრთხოების ექსპერტები საქართველოში მოღვაწე თუ ქვეყნის გარეთ არსებული ორგანიზაციები, თუ ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების სისტემით ინტერესდებიან - მათთან გახსნილი კომუნიკაცია და დიალოგი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ქალბატონ ლანას და სხვა ე.წ. ექსპერტებს დეპარტამენტების სახელები რომ ჰკითხოთ, ვერ ჩამოგითვლიან, რისგან შედგება ჩვენი სტრუქტურა.

მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენი კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს სწავლობენ.

თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება