სუს-ის ხელმძღვანელი - მიდიოდა გაუთავებელი, ისტერიული კამპანია, რომ ახლა შემოვლენ პროვოკატორები, აგენტურა, დივერსიის მომწყობი ხალხი და ქვეყანა ამოტრიალდება - მე ამას ჰიბრიდული ომის ერთ ნაწილად ჩავთვლი

სულ მიდიოდა გაუთავებელი, ისტერიული კამპანია, რომ ახლა შემოვლენ პროვოკატორები, აგენტურა, დივერსიის მომწყობი ხალხი და ქვეყანა ამოტრიალდება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სუს-ის უფროსის შეფასებით, აღნიშნული კამპანია პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო და ის ჰიბრიდული ომის ნაწილს წარმოადგენდა.

მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობიანობის ინდექსი კიდევ უფრო გაზრდილია.

„რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, სულ, მიდიოდა გაუთავებელი, ისტერიული კამპანია, რომ ახლა შემოვლენ პროვოკატორები, აგენტურა, დივერსიის მომწყობი ხალხი და ქვეყანა ამოტრიალდება. ამ დროს საქართველოს განვითარების ტემპი და მშვიდობიანობის ინდექსი არის გაუმჯობესებული, ქვეყანაში არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მით უმეტეს შემოსული რუსეთის, ბელორუსიის თუ უკრაინის მოქალაქეების მხრიდან. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნარატივი იყო ხელოვნურად, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მე ამას ჰიბრიდული ომის ერთ ნაწილად ჩავთვლი. ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან, ქვეყნის შიგნითაც შეიძლება, რომ დამოუკიდებლად წარმოებდეს და ქვეყნის გარედანაც იყოს ხელშეწყობა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება