კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე - დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ, ძალიან დიდი შანსი გვაქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

კახა კალაძის თქმით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, რის იმედსაც მას ნაკრების კარგ ფორმაში ყოფნა აძლევს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის. ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება