გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის სავიზო სანქციაზე - ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა - თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება

ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა - თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილმა უპასუხა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებულ პირთა შორის თავადაც არის, ლილუაშვილი პასუხობს, რომ სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია.

მისივე თქმით, თუკი აშშ-ში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცემა, "ძალიან ცუდი ტონი იქნება".

"რა გავაკეთო. უახლოეს ხანებში თავისუფლად რომ ვიმოგზაურო აშშ-ში, დადებითი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამომწურავი იქნება ფაქტი?

წინასწარ რა დაგიდასტუროთ? - არც შეტყობინება მიმიღია და ვიზაც პასპორტში მაქვს და როგორ გითხრათ? სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა. თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას, თუმცა ამას არ ველოდებით, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თანამშრომლობა კი არ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სხვა ეტაპზე გადავა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება